„ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდება, ვიდრე იქნებოდა ე.წ. შეფუთულ კოალიციურ გარემოში”
„ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში ვერავინ შეეცილება“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს.
ოქრუაშვილმა დადებითად შეაფასა „კოალიციის“ დაშლის პროცესი და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ეს უფრო კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის.
„მე ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ ჰყავს ბევრი მიზეზის გამო. საკმაოდ კარგი პროცესი იყო ის, რომ კოალიცია დაიშალა. „ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდება, ვიდრე იქნებოდა ე.წ. შეფუთულ კოალიციურ გარემოში.
მას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეყოლება უკვე ბევრი კონკურენტი, რომელთა ურთიერთობაში მან უნდა ჩამოაყალიბოს უფრო სწორი სტრატეგია და ხედვა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში სერიოზულად ვერავინ შეეცილება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.