ზურაბ წერეთელმა ვლადიმერ ჟირინოვსკის ძეგლი დაუდგა
მოსკოვში საზეიმო ვითარებაში რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი ბასმანის მიმდებარედ დაიდგა და მისი ავტორი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია.
ქანდაკება ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული და მისი სიმაღლე სამი მეტრია.
როგორც „ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი იუწყება, ჟირინოვსკის ძეგლის გახსნაზე დამსწრეებმა რუსეთის იმპერიის ჰიმნი: „ღმერთო, დიდხანს აცოცხლე მეფე“ შეასრულეს.
ვლადიმერ ჟირინოვსკი ცნობილი რუსი პოლიტიკოსია, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული შინაარსის განცხადებებით, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით არის ცნობილი.