კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ლიტვაში იმყოფებოდა

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ბიუროს წარმომადგენლები ლიტვაში თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კიბერუსაფრთხოებისა და ტელეკომუნიკაციის სამსახურისა და ლიტვის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საქართველოსა და ლიტვას შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ლიტვის კიბერთავდაცვის სტრუქტურას, სამართლებრივ სისტემასა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებს გაეცნენ.
ბიუროს წარმომადგენლებმა ლიტველ კოლეგებს საქართველოს კიბერსივრცის არქიტექტურა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრუტურა და კიბერშესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდავდასხმების შესახებ.
ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურის თანამშრომლების ერთობლივი ჯგუფის საერთაშორისო კიბერწვრთნებში მონაწილეობის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები