მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა. 6 და 9 აპრილს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს 20-20 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი APRANAX PLUS აღმოაჩნდათ. ეს ორი საქმე რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურისა ახალშენის პოლიციის განყოფილებებს.
8 აპრილს ანალოგიური ფაქტი მოხდა საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ვალე“. ავტომობილში, რომელსაც ირანის მოქალაქე ა.მ. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEIN აღმოაჩინეს. 10 აპრილს კი საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ აზერბაიჯანის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.მ., რომელსაც ეჭვის საფუძველზე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 19 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი TRAMADOL. ეს ორი საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს ადიგენისა და ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოებს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები