„ბედნიერი საქართველოსთვის“ პირველ ოფისს გახსნის
პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის“ 15 აპრილს ქობულეთში პირველ ოფისს გახსნის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ავრცელებს.
ლეონიდ ჩერნოვეცკი პირობას დებს, რომ ხალხთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გახსნილი იქნება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგაც.
ჩერნოვეცკი პარტიის პირველი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“15 აპრილს, ქობულეთში, აღმაშენებლის 130 ნომერში ჩემი პარტიის “ბედნიერი საქართველოსთვის” პირველი ოფისი გაიხსნება. ჩემს აქტიურ საარჩევნო კამპანიას ქობულეთიდან დავიწყებ და გარწმუნებთ, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნები ხალხთან ურთიერთობაში, ასე გაგრძელდება მომავალშიც, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდები. მეგობრებო, მე კიდევ არა ერთხელ გაგიზიარებთ ჩემი პარტიის გეგმებს და ჩვენ ერთად
ავაშენებთ ბედნიერ საქართველოს!,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.