ჩალაუბანში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაციისათვის მილიონ ლარამდე დაიხარჯა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ჩალაუბანში 4 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გზა 70-იანი წლების შემდეგ არ შეკეთებულა, რის გამოც ის მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. პროექტის ფარგლებში, 4 კმ-იანი ამორტიზებულ გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობისთვის გაკეთდა ეზოში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 950 675 ლარია და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.
სამშენებლო სამუშაოზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ჩალაუბნის მოსახლეობა, სადაც 1200 მოსახლე ცხოვრობს, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები