სტამბოლში სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი დასრულდა
სტამბოლში ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერებისა და მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე სამდღიანი საერთაშორისო კონგრესი წარმატებით დასრულდა.
კონგრესში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული 1800 ექიმი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ქართველი ექიმებიც.
კონგრესზე ამ სფეროში მსოფლიოს მიღწევები განიხილეს.
ექიმებს კონგრესის ბოლო დღეს თავად „აჯიბადემ“-ის ჯანმრთელობის ცენტრის ქალთა კონსულტაციისა და ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის დირექტორი: ბიულენტ ტარაში შეხვდა.
მან მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცადა და საქართველოსთან მიმართებაში კლინიკის გეგმებზეც, ექსკლუზიურად, ისაუბრა.
„თვეში ჩვენს კლინიკაში 350-მდე პაციენტს ვღებულობთ, აქედან 10 -მდე საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან აგრეთვე ჩამოდიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატებით, რომლებზეც მუშაობენ კვალიფიცირებული ექიმები მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით მიღებულია 45-50 პროცენტამდე პაციენტი, ხოლო ჩვენი კლინიკა 100-დან 65 პროცენტს ფლობს.
რაც შეეხება ჩემს გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ კონფერენციის ჩატარებას ქართველი ექიმებისთვის, ყველა საკითხზე, რომელიც ამ თემას ეხება. ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში. ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ქართველ ექიმებთან, თუმცა ამჯერად ჩემი ვიზიტით დაინტერესებულებს შეუძლიათ მოხვდნენ ამ კონფერენციაზე. მათ შეუძლიათ წინასწარ დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს, გიორგი სასირელს და დარეგისტრირდნენ. ყველა დაინტერესებულ პირს პირადად შევხვდები. შეხვედრამდე საქართველოში“, – განაცხადა ბიულენტ ტარაშმა.
R