გარემოს დაცვის სამინისტროში, სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მებაჟეთა ტრენინგი ჩატარდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ოზონდამშელელი ნივთიერებების (ოდნ) იმპორტ-ექსპორტის სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მებაჟეთა ტრენინგი ჩატარდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “სწავლება მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ოზონის შრე და მისი დაცვა, ოზონის შრის დაცვის კუთხით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კვოტირებული და აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებები, ოზონდამშლელი ნივთიერებების ამოცნობა, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის გამოვლენის გზები – საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება. გარდა თეორიული ნაწილისა, სწავლება პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.
კერძოდ, მებაჟეები აითვისებენ სპეციალური ხელსაწყოს – მაცივარაგენტების იდენთიფიკატორის გამოყენების ტექნიკას. სწავლებებში 40-მდე მებაჟე მიიღებს მონაწილეობას.
სემინარის ტარდება UNDP-ს მხარდაჭერით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.