ქაბულში ორი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის განათლების სამინისტროს ორი თანამშრომელი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა, ქაბულის ცენტრში დღეს დილით მომხდარი ავტობუსის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი ბაგრამის კვარტალში ააფეთქეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის ამავე რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ამ დროისთვის ავღანეთში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.