პაატა კიკნაველიძე NDI-ს კვლევის შედეგებს არასარწმუნოდ მიიჩნევს
“ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე NDI-ს კვლევის შედეგებს არასარწმუნოდ მიიჩნევს, – ამის შესახებ მან დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ადრე ქვეყნდებოდა, არ ასახავდა რეალობას. 2012 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ყოფილიყო და ოპოზიცია – „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა“, – ასეთი იყო მათი კვლევების შედეგი, თუმცა ეს შედეგი არ დადგა არჩევნებზე და იმთავითვე აშკარა იყო, რომ საზოგადოების რეალურ განწყობას ის სწორად არ ასახავდა“, – განაცხადა კიკნაველიძემ.