“პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება მინიმუმ 7-წლამდე პატიმრობით დაისჯება”
“ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის კანონპროექტი, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს, უკვე ინიცირებულია და მას პირველი მოსმენით მიიღებენ. მისივე განცხადებით, კანონით გათვალისწინებული სასჯელი საკმაოდ მკაცრი იქნება და მინიმალური სასჯელი 7 წელი იქნება.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პრობლემები შეიქმნას სხვა კანონპროექტის გატანასთან დაკავშირებით, კიკნაველიძემ განმარტა, რომ ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა მიღებადია.