„როიტერის“ ცნობით, ევროკომისია უკრაინას უვიზო რეჟიმს შესთავაზებს

ევროკომისია უკრაინას უვიზო რეჟიმს შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ევროკავშირში დიპლომატიურმა წყარომ შეატყობინა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ასეთ ნაბიჯს ევროკომისია, ნიდერლანდების რეფერენდუმის მიუხედავად, გადადგამს, რომლის მონაწილეთა უმეტესობა უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა. სააგენტოს ცნობით, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა მიმდინარე წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ კიევის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში გამარტივებული სავიზო რეჟიმის საკითხის განხილვა უკვე აპრილში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები