ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარი გამოკითხულთა მხოლოდ 20%-მა დაუჭირა
„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ”რუმსში” მიმდინარეობს.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
გამოკითხულთა მხოლოდ 20 % საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. კითხვაზე, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61%-მა გასცა.
რესპონდენტთა 9% არცერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9 %-მა „არ იცის”, 1 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.