მეხანძრე-მაშველებს პოლონელმა კოლეგებმა სემინარები ჩაუტარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალციხის, ახალქალაქის და მარნეულის განყოფილებების მეხანძრე-მაშველებისთვის პოლონელმა მეხანძრე-მაშველებმა შეხვედრა-სემინარები გამართეს.
შეხვედრები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს მოქალაქეები ევროპაში-ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ ფარგლებში განხორციელდა.
სწავლების მიზანი იყო ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისას პოლონეთის სახანძრო სამსახურის გამოცდილების გაზიარება.
პოლონელმა ექსპერტ-მაშველებმა კოლეგებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ განვითარდა პოლონეთში სამაშველო სამსახურები ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები