რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა

ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფას. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სასწავლო თვითმფრინავის „იაკ-52“-ის ჩამოვარდნის შედეგად ინსტრუქტორი და კურსანტი დაიღუპნენ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ბალანდინოს აეროდრომიდან 40 კილომეტრში ჩამოვარდა. ამჟამად შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურები გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები