მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთლიანობაში სრულდება

მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის დაპირისპირების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მთლიანობაში სრულდება. ამასთან ერთად, არაღიარებული რეპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე ცეცხლი გახსნა. გამოყენებული იყო როგორც მსუბუქი იარაღი, ასევე ნაღმმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები.
ამავე წყაროს ცნობით, დღეს გაგრძელდება 2-5 აპრილის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრების მოძიების პროცესი. ის „წითელი ჯვრისა“ და ეუთოს შუამავლობით ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში 5 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რომლის დარღვევაში მხარეები პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები