იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

AppleMark

იემენში ძალაში შევიდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც დევნილი პრეზიდენტის აბდ რაბუ მანსურ ჰადის ძალები, ასევე ამბოხებული ხუსიტები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას აპირებენ. შესაბამისი ინფორმაცია დაპირისპირებულმა მხარეებმა გაეროს გადაუგზავნეს. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან გრძელდება. კონფლიქტის გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები