NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს გამოაქვეყნებს

დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს გამოაქვეყნებს, რომელიც ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხება.
დღევანდელ შეხვედრაზე პირველი ნაწილი გასაჯაროვდება ქვეყნის საგარეო კურსთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.
როგორც ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში განმარტავენ, პოლიტიკური პარტიებისა და პერსონების შესახებ კვლევის შედეგები, ოთხშაბათს გახდება ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა ადამიანმა მიიღო, კვლევა კი 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები