სააკაშვილი იაცენიუკის გადადგომაზე: ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო

ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო, – ასე ეხმაურება ფეისბუქის პირად გვერდზე ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენიუკის გადადგომას.
“მე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს როდესაც მას იაცენუკის თანამდებობიდან წასვლის განცხადება შეუტანეს. ჩვენმა ბრძოლამ პირველი შედეგი გამოიღო, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვა, სანერვიულო საკმარისზე მეტი მაქვს, ბოლო დღეებში კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე”, – წერს სააკაშვილი.
უკრაინის მთავრობის მეთაური არსენ იაცენიუკი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან თავის დღევანდელ მიმართვაში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები