პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

პარიზის ცენტრში შრომითი კანონმდებლობის რეფორმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
დემონსტაციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ ქალაქ რენიშიც.
პარლამენტი რეფორმების შესახებ კანონპროექტს მაისში განიხილავს. ხელისუფლების განცხადებით, შრომითი კანონმდებლობის რეფორმა უმუშევრობის დონეს შეამცირებს, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებებით დასაქმებულის უფლებები მცირდება.
კერძოდ, კანონპროექტი შრომითი ბაზრის ლიბერალიზაციას გულისმხობს და დასაქმებულის დაქირავების ან გათავისუფლების პროცედურებს ამარტივებს. ასევე, კანონმდებლობა დამსაქმებელს უფლებამოსილებას ანიჭებს, გაზარდოს სამუშაო საათები.
საფრანგეთში ამჟამად ნორმად კვირაში 35-საათიანი სამუშაო რეჟიმი ითვლება. ცვლილებების გატარების შემთხვევაში, დამსაქმებლებს კვირაში სამუშაო დროის 48 საათამდე, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 60 საათამდე გაზრდის უფლება ექნებათ.და მამაკაცი დაჭრეს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები