იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი მიმდინარეობს

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს.
სამიტის ფარგ ლებში ტერორიზმსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი. მათ შორის განიხილება ახლო აღმოსავლეთიდან იძულებითი მიგრაცია, რუსეთ-უკრაინის კრიზისი და სხვა საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ჰიროსიმას 1945 წლის ატომური დაბომბვების შემდეგ ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები