სომხეთის პრემიერი მოუწოდებს რუსეთს, არ მიყიდოს იარაღი აზერბაიჯანს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ივიკ აბრამაინი მოუწოდებს რუსეთს, არ მიყიდოს იარაღი აზერბაიჯანს. ოვიკ აბრამაინის განცხადებით, სომეხი ხალხი მტკივნეულად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ მათი სტრატეგიული პარტნიორი ბაქოს იარაღს აწვდის, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს მოსკოვის შიდა საქმე და გადაწყვეტილებაა.
პარალელურად სომხეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობას, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობამ წინა დღეებთან შედარებით იკლო, ოფიციალური ბაქო კი ერევანს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მოწინააღმდეგემ მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 125–ჯერ გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები