დევიდ ქემერონმა ბოლო 6 წლის საშემოსავლო დეკლარაცია გამოაქვეყნა

დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ბოლო 6 წლის საშემოსავლო დეკლარაცია გამოაქვეყნა.
დეკლარაციის გამოქვეყნება დევიდ ქემერონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ე.წ. პანამის დოსიეში მისი მამის ოფშორული კომპანიაც მოხვდა.
გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ქემერონის მამა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის მფლობელი იყო, რომელშიც პრემიერი 2010 წლამდე აქციებს ფლობდა.ამ ნაბიჯით დევიდ ქემერონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონი არ დაურღვევია.
დეკლარაციის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ლონდონში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, როდესაც პრემიერ–მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები