როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელია.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე იქროლებს. ჰაერი 21 -დან 26 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, წვიმა მოსალოდნელია ღამის საათებშიც. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსს მიაღწევს.
არამდგრადი ამინდი საქართველოში შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები