სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

სტამბოლის ცენტრში მორიგი აფეთქება მოხდა. ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსის გაჩერებასთან ამოქმედდა.
ამჯერად, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა სამი ადამიანი.
თურქეთში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც.
თურქეთში ამერიკის დიპლომატიური უწყებების ვებ–გვერდებზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ ტურისტულ ზონებს. დიპლომატიური მისიის ცნობით, თავდასხმების მთავარი სამიზნე სტამბოლსა და ანტალიაში მდებარე სკვერები და ნავსადგურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები