ალიევი: სისხლიანმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს

“სისხლიანმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, არ უნდა მშვიდობა და ცდილობს ჩაშალოს მოლაპარაკებების პროცესი“.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.
“მიმდინარე თვის დასაწყისში სომხეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციულ ქმედებებს, რაზეც, ალიევის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ღირსეული პასუხი გასცა“, – განაცხადა ალიევმა.
გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები