ირაკლი სესიაშვილი: ბატონი “ქინძის” განცხადებას მინდა გამოვეხმაურო

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სესიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ვერცერთი თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა უშუალოდ სააკაშვილის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.
“კომენტარის გარეშე ვერ დავტოვებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვთვლი ღირსად, მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვეს, ვფიქრობ მისი განცხადება ერთგვარად აყალიბებს იმ სახეს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და რა მიდგომა ჰქონდა საერთოდ წვეყნის მმართველობის მიმართ.  როგორც სააკაშვილი თავის თავს უწოდებს (მაპატიეთ, არ მჩვევია ასეთი რამ) “ქინძს” და სწორედ ამ ბატონი “ქინძის” განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში. მინდა ამ კუთხით დაინახოთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რადგან “ნაციონალური მოძრაობისთვის” მიხეილ სააკაშვილი დღემდე ლიდერად რჩება. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, რადგან ვერც რიგითი ჩინოვნიკი და ვერც მაღალი თანამდებობის პირი, მითუმეტეს სპეცსამსახურების წარმომადგენლები ვერ გაბედავდნენ უშუალოდ მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და პოლიტიკოსებზე შანტაჟის მიზნით თვალთვალი დაეწყოთ.
სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას დიქტატორულ რეჟიმში აცხოვრებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ჩვენ დროს არ იყო კრიმინალი  და ყველაფერი უსაფრთხო იყო. თუმცა გამოდის თავად სააკაშვილი და გვეუბნება, რომ ქვეყანაში ხალხს აწამებდნენ, მუდმივი თვალთვალი მიმდინარეობდა, მხოლოდ 26 ათასი ასეთი ჩანაწერია გაკეთებული, მედიას აშანტაჟებდნენ, ატერორებდნენ და მიხეილ სააკაშვილმა ასეთმა დიდმა, ძლიერმა პრეზიდენტმა არაფერი არ იცოდა თურმე და არც ჩემმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, არც იმათმა, ახლა „გირჩაში“ რომ გადავიდნენ”,-  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები