დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ლონდონში აქცია მიმდინარეობს

ლონდონის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები პრემიერის რეზიდენციასთან, დაუნინგს-სტრიტზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს სასტუმრო Grand Connaught Rooms-მდე, სადაც „კონსერვატიული პარტიის“ კონფერენცია მიმდინარეობს.
დემონსტრანტებს პლაკატები უჭირავთ წარწერებით „კემერონი უნდა წავიდეს“, „ტორის ხელისუფლება მოსაშორებელია!“
ლონდონში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კემერონის მამის სახელი გასულ კვირას გამოქვეყნებულ „პანამის დოკუმენტებში“ იყო მითითებული. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებდა, მაგრამ როდესაც ბრიტანულ პრესაში ნამდვილი სკანდალი ატყდა, დაუნინგ-სტრიტი იძულებული იყო ამაზე გარკვეული რეაქცია მოეხდინა. ამის შემდეგ კემერონის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ არც დევიდ კემერონი, არც მისი მეუღლე, არც ბავშვები ოფშორული ფონდებიდან მიღებული ფულით არ სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები