საბერძნეთის კუნძულ სამოსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ სამოსთან მიგრანტებით სავზე ნავი ჩაიძირა. კატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.
მიმდინარე კვირას თურქეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთიდან თურქეთში 200 მიგრანტი იყო დეპორტირებული. კიდევ 120 ადამიანი საბერძნეთიდან თურქეთში პარასკევს დააბრუნეს. საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დღეებში მიგრანტების ნაკადი შემცირდა, მაგრამ კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ფასად საბერძნეთის კუნძულებამდე ჩასვლას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები