ბრიუსელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბრიუსელში, ეტერბეკის რაიონში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ოპერაციაში სპეცრაზმელები და სნაიპერები მონაწილეობენ.
პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს ერთ-ერთ საცხოვრებულ კორპუსს, რომლის მოსახლეობაც უკვე ევაკუირებულია. მიმდინარეობს ბინების ჩხრეკა. კონკრეტულად ვის ეძებს პოლიცია, უცნობია.
პარასკევს ბრიუსელში მოჰამედ აბრინი დააკავეს, რომელიც პარიზის და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები