თამაზ მეჭიაური: არ მგონია, რომ ვაჟა ლელუაშვილი იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამას გეგმავდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო განხორციელებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მეჭიაური გამორიცხავს, რომ მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა ლელუაშვილი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იყო, ვინც ფარული კადრების გადაღებას გეგმავდა.
”სააკაშვილის განცხადებას არ გავცნობივარ, უდანაშაულობის პრეზუმფცია მათზეც ვრცელდება, მაგრამ ჩემი პირადი აზრია 99%-ზე მეტი ალბათობით, ყოველივე რაც ხდებოდა, ფარული ჩანაწერების მომზადება და მათი შანტაჟისათვის გამოყენება, ეს იყო მის მიერ დაგეგმილიც და განხორციელებულიც.
მე სულაც არ მგონია, რომ ვაჟა ლილუაშვილი იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ამას გეგმავდა და აწარმოებდა”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები