რა ბრალდებას უყენებს ნიკა რურუა კულტურის სამინისტროს?

    თბილისის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან და ბრალდებებისგან, თითქოს პროცესი ემსახურება პოლიტიკურ დევნას.

“ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან გახშირდა სპეკულაციები პოლიტიკურ ზეწოლაზე, რასაც უკავშირებენ საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობის პირების დაკითხვაზე დაბარებას. ამიტომ, საჭიროდ მივიჩნევთ, დეტალური განმარტება გავაკეთოთ მიმდინარე გამოძიების შესახებ და საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება რეალურად და რომელ საქმეებზე იკითხებიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.

საპარლამენტო არჩევნებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, შპს „ჰერმესში“, შპს „სინათლის ქალაქში“, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფში“ შეიქმნა ფორმალური სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ ახლობლებს, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ კონკრეტულ სფეროებში. სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულთა შორის არიან: ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, მირზა დავითაია, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ასანიძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, გია როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა მეტრეველი, ლაშა მაქაცარია და სხვა პიროვნებები.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება 2007 წლის 07 დეკემბერს შპს „სი-ტი პარკსა“ და ქ. თბილისის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მასში შეტანილი ცვლილებების კანონიერების შესწავლა. საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან და ბრალდებებისგან, თითქოს პროცესი ემსახურება პოლიტიკურ დევნას. ხაზს ვუსვამთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ ფაქტებზე და გამოვრიცხავთ ამ პროცესში რაიმე პოლიტიკურ ნიშანს“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები