გიორგი მარგველაშვილი: ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე განაცხადა, საქართველო დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიდის.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ, დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ, დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები