“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მსვლელობა პარტიის ცენტრალური ოფისიდან დაიწყეს და პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დაასრულეს. მათ პარლამენტის წინ სანთლებით “გვახსოვს 9 აპრილი” დაწერეს. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ყველა რეგიონში გამართეს.