სუბარი ფარულ კადრებზე: ეს საქმე ლელუაშვილის და სხვა პირების დონეზე ვერ გადაწყდებოდა

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება ვაჟა ლილუაშვილის და სხვა პირების დონეზე ვერ გადაწყდებოდა.
როგორც სოზარ სუბარმა გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა, ეს მხოლოდ პირველი პირების დონეზე ხდება.
“როდესაც რამდენიმე ათეულობით ათასი საქმის გადაღება ხდება საცხოვრებლებში, სასტუმროებში და ასე შემდეგ… ეს ვერ მოხდება ვაჟა ლელუაშვილის გადაწყვეტილების, ან ძმები ახალაიების დონეზე, ეს ხდება მხოლოდ პირველი პირების დონეზე. ამ ქვეყანაში მაშინ პირველი პირი იყო მიხეილ სააკაშვილი. და მასთან დაახლოებული პირი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი “, – განაცხადა სუბარმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ “მერაბიშვილი პატიმრობაშია, თუმცა აღნიშნულ დანაშაულს არავინ არ ედავება“, სუბარმა განაცხადა, რომ ბრალდების წაყენება ვერ მოხდება თუ კონკრეტული სამხილი არ არსებობს.
“ბოდიში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბარლდება წაუყენო ადამიანს თუ უშუალო სამხილი არ გაქვს?! სისტემური დანაშაული იმიტომაა სისტემური, რომ როცა გამოიძიება ათასობით საქმე, წვერი აუცილებლად მივა ერთ ადამიანთან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ვიღაცამ არ მოინდომოს პოლიტიკური სარჩულის მიცემა, დღესაც კი როდესაც ძალიან კონკრეტული ბრალდებები აქვს წაყენებული ამ ადამიანს, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩვენთან, თუ ქვეყნის გარეთ ცდილობს, რომ ამას მისცეს პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები