კახა კალაძე: ძალიან კარგია, თუ ამ ფაქტზე პიროვნებები დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან კარგია, თუ ამ ფაქტზე გარკვეული პიროვნებების დაკავება მოხდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია.
„მე რა ინფორმაციაც მქონდა, გეტყვით, რომ გამოძიება დაწყებულია დიდი ხანია და ძალიან კარგია, თუ ამ ფაქტზე გარკვეული პიროვნებები დააკავეს. დაველოდოთ გამოძიებას, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იყოს დარღვეული“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა, რომელთაც ბრალად პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების მოპოვების ორგანიზება ედებათ.