„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი, უარს ვიტყვი“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური მზადაა, უარი განაცხადოს პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკზე, თუ ეს გაერთიანებები საფრთხეს შეუქმნიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და დაცულობას. ამის შესახებ მეჭიაურმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, მე უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს ნატო, მან განაცხადა, რომ „ასეთი შეიძლება ყველა იყოს“. „თვითონ გვეუბნებოდა, ჯერ ვერ მიგიღებთო და რა ავტეხეთ ერთი აურზაური“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები