ნოდარ ხადური: არ გამიგია, რომ მთავრობიდან ვინმე წასვლას აპირებდეს

მე არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც აგვისტოში “რესპუბლიკელი” მინისტრები პოსტებს დატოვებენ.
მისი თქმით, მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
”რატომ სვამთ ამ საკითხს?! ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხვდება საარჩევნო სიაში, ცხადია, რომ აღარ იქნება მთავრობაში. აგვისტომდე მივიდეთ, ვნახოთ, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საარჩევნო სიაში. მთავრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მე არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები