კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, რა არის – პარტია თუ ფონდი
პაატა ბურჭულაძის ”საქართველოს განვითარების ფონდის” ბრალდებებს, რომ რეგიონების მოსახლეობას მათთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა, ვიცე – პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პასუხობს.
კალაძეს აღნიშნულში ეჭვი ეპარება და განმარტავს, რომ ხელისშეშლა წარსულს ჩაბარდა.
ვიცე-პრემიერის თქმით, პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, რა არის – პარტია თუ ფონდი.
”მე ამას გამოვრიცხავ, ზოგადად, ხელისშეშლა წარსულს ჩავაბარეთ. დღეს საქართველოში, ისე როგორც არასდროს, არის სიტყვის თავისუფლება, თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მივესალმებით ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობს. ეს ასეც უნდა იყოს, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქვეყაში ყველას ერთი აზრი, ან ერთი პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.