თათია სამხარაძე: ჩემ მიმართ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა

„ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება იმჟამინდელი ჩემი უფროსის შალვა რამიშვილის მხრიდან“, – ამ შინაარსის განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის შევიწროებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
„ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება იმჟამინდელი ჩემი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან და ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც მე იძულებული გავხდი, დამეტოვებინა სამსახური და მიმემართა ტელევიზიის დირექციისთვის დახმარების თხოვნით. არსებობს აუდიოჩანაწერი, რომელიც ამჟამად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობასთან დაკავშირებით შემოწმებას გადის და შემოწმების დასრულების შემდეგ აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს გადაეცემა“, – განაცხადა სამხარაძემ და დასძინა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლო გზით დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს შალვა რამიშვილი პროკურატურაშია დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები