ტელეკომპანია „იმედი“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, შპს „ტელეიმედმა“ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან გაწყვიტა საქმიანი ურთიერთობა.
“რაც შეეხება იმ სატელევიზიო პროდუქტებს, რომლებსაც ხსენებული კონტრაქტორი კომპანია “ტელეიმედისათვის” ამზადებდა და გადიოდა ეთერში, “ტელეიმედი” აცხადებს, რომ არხი ინარჩუნებს ამ გადაცემებს და აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.