სასამართლომ ჯაშუშობის საქმეში გორელაშვილი, ლონდარიძე და ჩაპლიგინი უდანაშაულოდ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2011 წელს ჯაშუშობაში მსჯავრდებულები – გია გორელაშვილი, დავით ლონდარიძე და სერგეი ჩაპლიგინი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა, 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელით შეცვლის შესახებ, დააკმაყოფილა.
პროკურატურა განაჩენის შეცვლას ახლად გამოვლენილი გარემოებების, კერძოდ, სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე ითხოვდა.
როგორც გია გორელაშვილმა განაცხადა, გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, მათ საქმეში მონაწილე ყველა პირი დასჯილი არ არის. გორელაშვილი სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების, მოსამართლეების და პროკურორების დასჯასაც ითხოვს, რომლებიც მის საქმეში მონაწილეობდნენ.
“ძალიან კარგია, რომ სამართალმა 5 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც იზეიმა. დადგინდა, რომ უდანაშაულოდ დაგვაკავეს 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით და საქმე გააყალბეს. ჩვენებები წამების შედეგად გამოგვძალეს და ამ უკანონობაში მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ“,- აღნიშნა გორელაშვილმა.
სერგო თეთრაძესთან ერთად დაკავებულების საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას ბრალი წამებაში და წამების ორგანიზებაში ედება. ამ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია მეგის ქარდავას ასევე სამხედრო პოლიციის და გლდანის ციხის სხვა ყოფილი თანამშრომლების მიმართ. სერგო თეთრაძის მიმართ კი სს საქმე პროკურატურაში ორი თვის წინ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები