მებაჟე ოფიცრებმა დღგ-სთან დაკავშირებული თაღლითობა გამოააშკარავეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში, საქართველოდან გასვლისას საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, მებაჟე-ოფიცერთან გამოცხადდა თურქეთის მოქალაქე ე.ი., რომელმაც დამატებითი ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრებით წარადგინა დალუქული საქონელი, კერძოდ: SAMSUNG GALAXY J2-ის მოდელის 24 ცალი მობილური ტელეფონი, საბაჟო ღირებულებით 13200 ლარი და დაიბრუნა დამატებითი ღირებულების გადასახადი 1505,7 ლარი.
საბაჟო პროცედურის დასრულების შემდეგ კი პირი შეეცადა, საქართველოს მოქალაქე ნ.შ.-ის დახმარებით, აღნიშნული საქონელი საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოებრუნებინა საქართველოს ტერიტორიაზე.
„რადგან სამართალდარღვევა ორივე პირმა ჩაიდინა ერთობლივად, სსკ-ის 270-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ორივეს პასუხისმგებლობა დაეკისრა სოლიდარულად და, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, სანქციის სახით ორივეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 13200-13200 ლარის ოდენობით“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები