რიკოთის უღელტეხილზე ბათუმი-თბილისის მიკროავტობუსის მგზავრები დააყაჩაღეს

რიკოთის უხელტეხილზე მიკროავტობუსი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმელი მოვაჭრეები თბილისში, ლილოს ბაზრობაზე მიდიოდნენ.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი რიკოთზე გაჩერდა და მასში არავინ იმყოფებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს თავდამსხმელებმა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები