თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ლტოლვილების საკითხზე ხელშეკრულების გაწყვეტით იმუქრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე ხელშეკრულების გაწყვეტით იმუქრება, თუკი ევროპის კავშირი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ხელშეკრულება ევროკავშირსა და თურქეთს შორის ძალაში შევიდა 4 აპრილს. ის ევროპაში 20 მარტის შემდეგ ჩასულ ლტოლვილებს ეხება.
ამ შეთანხმების მიხედვით, ევროპაში თურქეთის გავლით ჩასული თითოეული სირიელის ნაცვლად, ევროკავშირი სირიის ერთი მოქალაქის მიღების ვალდებულება აიღო, რომელიც ლტოლვილების ბანაკში იმყოფება.
აპრილის დასაწყისიდან საბერძნეთმა თურქეთში იმ ლტოლვილების დაბრუნება დაიწყო, რომლებიც მის ტერიტორიაზე არალეგალურად მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები