სარატოვის სასამართლომ პუტინის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

სარატოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ქალაქ ბალაკოვოს მკვიდრის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ბალაკოვოს მკვიდრი ნიკოლაი სუვოროვი თანამდებობიდან პუტინის გადადგომას მოითხოვს.
სუვოროვი დაკავებული თანამდებობიდან პუტინის გადაყენებას მოითხოვს, ვინაიდან ის არის „ხალხის მტერი, ოლიგარქების და ჩინოვნიკების მეგობარი, ამ ადამიანმა გაძარცვა რუსეთი და რუსეთის მოსახლეობა გააკოტრა“.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, სარჩელს თავდაპირველად განმწესრიგებელი სხდომა განიხილავს, რომელზეც გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სასამართლო პროცესები, თუ საქმე შეჩერდება.
ექსპერტებს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ ამ გზით რუსეთის მოქალაქემ თანამდებობიდან ვლადიმერ პუტინის გადაყენება შეძლოს, ვინაიდან ეს პროცედურა კონსტიტუციაშია გაწერილი და საკმაოდ რთულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები