„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და არქიტექტორმა მარიამ ბაქრაძემ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა და არქიტექტორმა მარიამ ბაქრაძემ გარემოს დამაზიანებელ მშენებლობებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს სკოლა კარგი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ქალაქის გამწვანებას.
კერძოდ, მათი განმარტებით, დიღმის მასივის მე-6 კვარტალში მდებარე“ მწვანე სკოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა, ნახევარსაუკუნოვანი ბაღი განადგურდეს და სანაცვლოდ საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. მისივე განცხადებით, სკოლის დირექცია ცინიზმით გამოირჩევა და ცდილობს, რომ, ამ ცვლილების მიუხედავად, სკოლას მაინც შეუნარჩუნოს სახელი „მწვანე სკოლა“. აღსანიშნავია, რომ კვირას, სამის ნახევარზე, პარლამენტის შენობასთან ისინი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. პროტესტის მთავარი თემა უკანონო მშენებლობებია, რომლებსაც საზოგადოებისთვის ზიანი მოაქვთ.