პრეზიდენტის კანდიდატებმა იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატებმა – თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას მოსმენის შემდეგ, ფარული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც კომიტეტის 12 წევრი მონაწილეობდა. თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას მხარი ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ორი ბიულეტენი კი გაბათილდა. ნონა თოდუას კომიტეტის ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი, ოთხი მისი კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა, სამი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები