ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები დღეს მთიან ყარაბაღში ჩავლენ

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ხუთშაბთს მთიან ყარაბაღში ჩადიან. ამის შესახებ ჯგუფის წარმომადგენელმა ჯეიმს უორლიკმა ტვიტერში დაწერა.
„ჩვენ მთიან ყარაბაღში მივემგზავრებით, იქ ადგილობრივ ხელისუფლებას შევხვდებით, რათა კონფლიქტის ზონაში შექმნილი ადგილზე შევისწავლოთ“, – დაწერა უორლიკმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრები აშშ-დან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან – ჯეიმს უორლიკი, პიერ ანდრიო და იგორ პოპოვი ჩავლენ, რათა კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია არ დაუშვან და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულება შეისწავლონ.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს გამწვავდა. სამდღიანი ბრძოლების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ორივე მხრიდან 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები