„დემოკრატიის ინსტიტუტი“, კვირას, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი კვირას, სამის ნახევრაზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მან დღეს ისაუბრა. მისივე განცხადებით, დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის ახალი გენერალური გეგმის მიღებამდე, მრავალსართულიანი შენობების მშენებლობის შეზღუდვა და რეკრეაციული ზონების ხელშეუხებლობის სრული გარანტირება იქნება.